„მის თვალებში დიდმა ადამიანურმა ტანჯვამ დაისადგურა, ის თითქმის დაემსგავსა ადამიანს.“ რომენ გარი, „ევროპული აღზრდა“ დღეს წიგნი ვიყიდე. წიგნის მაღაზიაში არ წავსულვარ, თაროები არ მითვალიერებია, მაცდური ყდებისთვის ხელი არ შემივლია და მიმზიდველ სათაურებსაც ასოციაციათა ფერხულში არ ავყოლივარ, უბრალოდ, Booksale.ge-ს კარგი ფასდაკლებებები ჰქონდა და ვცდუნდი. მეგონა, კარგად გავხდებოდი, მაგრამ – არა. ბოლო ხანს შეძენილი ყველა ნივთი იმასვრცლად “როდესაც სიტყვებს თავს არიდებ და სიტყვებიც გერიდებიან და შემოდგომა იწყება ასე…”
Author Archives: მთხრობელი
წერილი პერსონაჟს
ადრესატი: წვიმის მოყვარული კაცი, თბილისი, წვიმის ქუჩა #12 ადრესანტი: მარიამ გულვერდაშვილი წყნეთი, არსენას ქუჩა # 102 გამარჯობა, წვიმის მოყვარულო კაცო! მე ვარ ერთ-ერთი მკითხველი, რომელმაც თქვენი მოთხრობა წაიკითხა. ეს საუკეთესო მოთხრობაა იმ მოთხრობებს შორის, რომლებსაც ვკითხულობ. თქვენ კიდევ იმიტომ აგირჩიეთ, რომ ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი ხართ, რომელიც ქუჩაში წვიმის გამო გამოვიდა, ხელები გაშალა დავრცლად “წერილი პერსონაჟს”
წერილი პერსონაჟს
გამარჯობა, წვიმის მოყვარულო კაცო, ჩემი სახელია თეკლა და ვსწავლობ წმ. გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლაში, V კლასში და ვარ ათი წლის. მე თქვენი ზღაპარი იმიტომ ავირჩიე, რომ 21 მოთხრობიდან ყველაზე მეტად ,,წვიმის მოყვარული კაცის ამბავი” მომეწონა. ასევე, მომეწონა პერსონაჟი — წვიმის მოყვარული კაცი ანუ თქვენ. თქვენ ქცევაში მომეწონა ის, რომ წვიმაში ყოველთვის გადიოდით. ასევე ისიც, მარცვალივრცლად “წერილი პერსონაჟს”
წერილი პერსონაჟს
გამარჯობა, მე ვარ ნიკა გაბისონია. ჩემი არჩეული პერსონაჟი გარუჯული შავშარვლიანი ბიჭია. ეს მოთხრობა იმიტომ ავირჩიე, რომ დამაფიქრა ზოგ რაღაცაზე. მე შენს საქციელში ის მომეწონა, რომ მიხვდი შეცდომას და თუმცა ბებიას ვერ გააცოცხლებდი, ცდილობდი, სხვა ბავშვებს დახმარებოდი, რომ იგივე შეცდომა არ დაეშვათ. შენს ქცევაში არ მომეწონა ის, რომ უყურადღებო იყავი საკუთარი ბებიის მიმართ. ამ მოთხრობამ დაგვანახავრცლად “წერილი პერსონაჟს”
წერილი პერსონაჟს
მოგესალმები, მირანდუხტ! მე ვარ მირა ბართია. არც მირანდა, არც მირანდუხტი. მირა! შენით აღფრთოვანებული ვარ! პირველ რიგში სახელი მომეწონა, რაღაცით ჩემს სახელს ჰგავს, მაგრამ უფრო მდიდრულია, დედოფლური. თითქმის თანატოლები ვართ, მაგრამ შენი საქციელი არ ჰგავს ჩვენი ასაკის გოგონების საქციელს, რაღაც განსხვავებული ხარ, საინტერესო, ძალიან მინდა შენი გაცნობა, ამიტომ გადავწყვიტე წერილი მოგწერო. ძალიან მომწონს შენი მშვიდი ხასიათი,ვრცლად “წერილი პერსონაჟს”
აირჩიე სიკეთე – იკითხე სერია ,,საოცრება”
არჩევანი ძლიერი სიტყვაა, თავისუფლების არომატი აძლიერებს. ხოლო, როცა სასურველის არჩევის შესაძლებლობა გაქვს, შენ ხდები ძლიერი, თავდაჯერებული, მტკიცენაბიჯიანი და სკოლისკენ მიემართები. ნაბიჯი კი გაქვს მტკიცე, მაგრამ თავია ცოტა დამძიმებული, აზრებგადახლართული, თითქოს ესენიც შენსავით საცობში იდგნენ და ოთხმოცი ათასი კილომეტრი წყალქვეშ არა, მაგრამ წყალსზევით ოთხმოცი მოსწავლე და მათი ამდენივე მშობელი აფიქრებდეთ. პირველ სამუშაო დღეს მხოლოდ მეგობრის გამხნევებავრცლად “აირჩიე სიკეთე – იკითხე სერია ,,საოცრება””